მყუდრო ბინა თავისუფლების მოედანთან ახლოს
Sololakiმთლიანი ბინა4 სტუმარი1 საძინებელი
ეს ნათელი ორსაძინებლიანი ბინა მომხიბვლელი აივნით ძველი თბილისის გულში მდებარეობს. გარშემო ცნობილი ბარები, კაფეები, რესტორნები, სამხატვრო გალერეები და ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, ამიტომ ბინა იდეალურია მცირე ჯგუფებისთვის, ოჯახებისა და წყვილებისთვის. ბინას მეზონინი აქვს: ერთი საძინებელი მეზონინზეა, მეორე კი ცალკე ოთახია, ორივეში ორადგილიანი საწოლით. დაგხვდებათ დამოუკიდებელი check-in, პროფესიონალური დასუფთავება, მოთხოვნისამებრ ბავშვის საწოლი და სურვილისამებრ ტრანსფერი აეროპორტიდან.
რა არის აქ
- Wi-Fi
- სამზარეულო
- კონდიციონერი
- გათბობა
- სარეცხი მანქანა
- ტელევიზორი
- სამუშაო სივრცე ლეპტოპისთვის
- მაცივარი
- ცალკე შესასვლელი
- ცხელი წყალი
- ტანის საპონი
- სადასუფთავებო საშუალებები
ბინა
ბინაში არის ცალკე საძინებელი ორადგილიანი საწოლით, კარგი განათებითა და კარადით. ანტრესოლის საძინებელში დგას ორადგილიანი საწოლი და კითხვის ნათურები. მისაღები ოთახი კომფორტული და მყუდროა: დივანი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, პატარა მაგიდა და გემოვნებით შერჩეული დეკორი. სამზარეულო სრულად არის აღჭურვილი სახლში საჭმლის მოსამზადებლად, სააბაზანო კი უზადოდ სუფთაა და შხაპი აქვს.
უბანი
ბინა იდეალურ ლოკაციაზე, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 2-3 წუთის სავალზე მდებარეობს. ტურისტული ადგილების უმეტესობა ფეხით სავალ მანძილზეა. უბანში ცნობილი და პოპულარული კაფეები და რესტორნებია, ერთ-ერთი მათგანი ქუჩის გადაღმაა. ისიამოვნეთ ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი მშვიდი და წყნარი გარემოთი.
ტრანსპორტი
ცენტრალური მდებარეობის წყალობით თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობამდე ბინიდან ფეხით მარტივად მიხვალთ. თავისუფლების მოედნის სიახლოვე კი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მოსახერხებელ წვდომას გაძლევთ, თუ უფრო შორს გამგზავრებას გადაწყვეტთ.
რაზე გაქვთ წვდომა
თქვენს განკარგულებაშია ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, კონდიციონერი, გათბობის სისტემა, სამზარეულოს აღჭურვილობა, ჰიგიენური საშუალებები, თმის საშრობი და უთო საუთოებელი დაფით. მოკლედ, ბინაში არსებული ყველაფრით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
როგორ ვმასპინძლობთ
მზად ვართ, დაგეხმაროთ 10:00-დან 00:00-მდე: ყველა პლატფორმაზე თქვენს შეტყობინებებს სწრაფად და საიმედოდ ვპასუხობთ.
რა უნდა იცოდეთ
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბინა ნახევრად სარდაფურ სართულზე მდებარეობს. * ბინაში მოწევა მკაცრად აკრძალულია, დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმა. * გთხოვთ, სისუფთავის შენარჩუნებაში დაგვეხმაროთ და გასვლამდე გადაყაროთ ნაგავი. * ჩამოსვლისას დაგხვდებათ აუცილებელი ჰიგიენური საშუალებების უფასო ნაკრები. თუ დარჩენისას მეტი დაგჭირდებათ, ახლომდებარე მაღაზიებში ყველაფერს იპოვით! * თუ დარჩენისას ბინაში რამე შემთხვევით დაზიანდება, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეგვატყობინოთ. * დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგეკისროთ მცირე საფასური.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
შინაგანაწესი
• გთხოვთ დაიცვათ check-out-ის დრო: თვითნებურად დაგვიანებულმა check-out-მა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ღამის გადასახადის დაკისრება.
• 28 ღამით ან მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, ბინის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამატებითი დასუფთავება (დამატებითი საფასურით).
• გთხოვთ ნაგავი გადაყაროთ ქუჩაში განთავსებულ ნაცრისფერ ან მუქ ლურჯ ურნებში.
• არ დატოვოთ მოშვებული ონკანი უყურადღებოდ.
• დამატებითი პირსახოცები და საწყისი ნაკრები ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურით.
• გასაღების ან წვდომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჩანაცვლების საფასური.
• სტუმრები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც მოხდება მათი სტუმრობის პერიოდში.
• დაკარგული ნივთები, დალაქავებული თეთრეული ან გაფუჭებული აღჭურვილობა შეიძლება გახდეს დამატებითი გადასახადის მიზეზი.
• დაიცავით სიჩუმე, განსაკუთრებით 22:00 საათის შემდეგ, რათა პატივი სცეთ ჩვენს მეზობლებს.
• ბინიდან გასვლისას გამორთეთ განათება, გათბობა/კონდიცირება და ელექტრომოწყობილობები.
• ნებისმიერი სახის გადაღება, მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღება, დაუშვებელია წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ ქონების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ.
საიტის წესები
გაუქმება
გაუქმება უფასოა ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე. ამის შემდეგ გასაუქმებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს: პირველი ღამის თანხა ჩამოიჭრება, ხოლო დანარჩენი დაგიბრუნდებათ.
გადახდა
მოკლევადიანი ჯავშნები სრულად უნდა გადაიხადოთ დაჯავშნისას. გრძელვადიანი იჯარის შემთხვევაში Wehost-ის გუნდი ჯერ განიხილავს და ადასტურებს მას, ხოლო პირველი თვის ქირა იფარება ამის შემდეგ.