მთავარ კონტენტზე გადასვლა

მყუდრო და სტილური ერთსაძინებლიანი ბინა თბილისის გულში

Mtatsmindaმთლიანი ბინა2 სტუმარი1 საძინებელი

ეს ნათელი და სტილური ერთსაძინებლიანი ბინა თბილისის მშვიდ უბანში მდებარეობს, ისტორიული შენობების, კაფეების, ბარების, რესტორნებისა და მუზეუმების გარემოცვაში. ოჯახებისა და წყვილებისთვის იდეალური, სრულად აღჭურვილი ბინა ყოველთვის ბრწყინვალედ სუფთაა. ისარგებლეთ მარტივი დამოუკიდებელი check-in-ით და პროფესიონალური დასუფთავებით ყოველი სტუმრობის შემდეგ. მოთხოვნის შემთხვევაში დაგხვდებათ ბავშვის საწოლი, თქვენი მოხერხებულობისთვის კი ტრანსფერს აეროპორტიდანაც მოგიწყობთ.

ბინა

ბინაში არის ფართო საძინებელი კომფორტული king-size საწოლით და სასტუმროს ხარისხის თეთრეულით.

სამზარეულო სრულად არის აღჭურვილი: მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, ქურა, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი და საჭმლის მოსამზადებელი აუცილებელი ნივთები.

სააბაზანო ყოველთვის ბრწყინავს სისუფთავით, აქვს სარეცხი მანქანა, პირსახოცები, შამპუნები, საპონი, შხაპის გელები და ჩუსტები. სწრაფი Wi-Fi, კარგად მოწყობილი მისაღები ოთახი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით, კონდიციონერი, გათბობა, უთო და საუთოებელი დაფა კომფორტულ დარჩენას უზრუნველყოფს.

უბანი

ბინა თბილისის ისტორიულ ნაწილში, საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარეობს.

რუსთაველის გამზირამდე ფეხით სულ ერთი წუთია, თავისუფლების მოედნამდე 5 წუთი, უახლოეს მეტროს სადგურამდე კი 2 წუთი.

სიახლოვეს არის ცნობილი კაფეები, მაგალითად Stamba, Rooms Hotel და რესტორან-ბარი Lolita, ასევე თბილისის საკონცერტო დარბაზი და სავაჭრო ცენტრები „მერანი“ და „გალერეა თბილისი“.

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იაფი და მოსახერხებელია. მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა მხოლოდ 1 ლარი ღირს, ერთი საათის განმავლობაში კი გადაჯდომა უფასოა. გადახდა პირდაპირ ბარათით შეგიძლიათ. მარშრუტებისა და განრიგის სანახავად გირჩევთ, ჩამოტვირთოთ TTC-ის აპლიკაცია. ავტობუსის გაჩერებები ქალაქში თითქმის ყველგანაა.

ტაქსის სერვისები, მაგალითად Bolt, ასევე საიმედო და ფასით ხელმისაწვდომია. თუმცა ჩვენი მთავარი რჩევაა, ქალაქი ფეხით დაათვალიეროთ: ასე თბილისის კულტურულ ხიბლს ახლოდან იგრძნობთ.

რაზე გაქვთ წვდომა

დარჩენის განმავლობაში მთელი ბინა მხოლოდ თქვენს განკარგულებაშია. ჯავშნის დადასტურების შემდეგ გამოგიგზავნით დეტალურ ციფრულ გზამკვლევს, სადაც ყველაფერი წერია: კოდიანი გასაღების ყუთით შესვლიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენების რჩევებამდე. გზამკვლევი იმისთვისაა, რომ თქვენი დარჩენა მარტივი და კომფორტული იყოს.

როგორ ვმასპინძლობთ

ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე, 10:00-დან 00:00-მდე, და სწრაფად გპასუხობთ იმ პლატფორმის შეტყობინებებში, სადაც ჯავშანი გააკეთეთ. სწრაფი პასუხისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ციფრულ გზამკვლევს მიმართოთ, სადაც ყველაფერია აღწერილი, check-in-ის ინსტრუქციიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენებამდე.

რა უნდა იცოდეთ

• ბინაში მოწევა მკაცრად აკრძალულია. წესის დარღვევის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა.

• გასვლამდე გთხოვთ, გადაყაროთ ნაგავი, რაც სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

• გთავაზობთ ჰიგიენური საშუალებების საწყის ნაკრებს. დამატებით საჭირო ნივთებს ახლომდებარე მაღაზიებში იპოვით.

• თუ დარჩენისას რამე დაზიანდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგეკისროთ საფასური.

• თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ ან დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ვაფასებთ თქვენს უკუკავშირს, ასევე თბილ კომუნიკაციასა და კეთილ შეფასებებს.

• მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებს წინასწარ შევატყობინოთ, თბილისში დროდადრო ხდება კომუნალური მომსახურების (წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის) შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გთხოვთ, ეს თქვენს შეფასებაში არ ასახოთ, რადგან ეს ქალაქისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მხოლოდ ჩვენს ბინას არ ეხება.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

რა არის აქ

  • Wi-Fi
  • სამზარეულო
  • კონდიციონერი
  • გათბობა
  • სარეცხი მანქანა
  • ტელევიზორი
  • სამუშაო სივრცე ლეპტოპისთვის
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • მაცივარი
  • ცხელი წყალი
  • თეთრეული
  • ტანის საპონი

შინაგანაწესი

• გთხოვთ დაიცვათ check-out-ის დრო: თვითნებურად დაგვიანებულმა check-out-მა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ღამის გადასახადის დაკისრება.

• 28 ღამით ან მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, ბინის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამატებითი დასუფთავება (დამატებითი საფასურით).

• გთხოვთ ნაგავი გადაყაროთ ქუჩაში განთავსებულ ნაცრისფერ ან მუქ ლურჯ ურნებში.

• არ დატოვოთ მოშვებული ონკანი უყურადღებოდ.

• დამატებითი პირსახოცები და საწყისი ნაკრები ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურით.

• გასაღების ან წვდომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჩანაცვლების საფასური.

• სტუმრები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც მოხდება მათი სტუმრობის პერიოდში.

• დაკარგული ნივთები, დალაქავებული თეთრეული ან გაფუჭებული აღჭურვილობა შეიძლება გახდეს დამატებითი გადასახადის მიზეზი.

• დაიცავით სიჩუმე, განსაკუთრებით 22:00 საათის შემდეგ, რათა პატივი სცეთ ჩვენს მეზობლებს.

• ბინიდან გასვლისას გამორთეთ განათება, გათბობა/კონდიცირება და ელექტრომოწყობილობები.

• ნებისმიერი სახის გადაღება, მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღება, დაუშვებელია წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ ქონების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ.