მომხიბვლელი სამსაძინებლიანი ბინა თბილისის ცენტრში
Veraმთლიანი ბინა6 სტუმარი3 საძინებელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ახალაშენებულ, სტილურ ბინაში, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში. მანქანით 5 წუთის სავალზეა ისეთი ადგილები, როგორიცაა Wine Factory N1, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“, ამიტომ ბინა იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად. ბინაში არის დამოუკიდებელი check-in, ყოველი დარჩენის შემდეგ პროფესიონალური დასუფთავება, მოთხოვნისას კი ბავშვის საწოლი. ასევე შესაძლებელია ტრანსფერი აეროპორტიდან. ბინა ცენტრშია, თუმცა აღმართზე მდებარეობს.
რა არის აქ
- Wi-Fi
- სამზარეულო
- გათბობა
- სარეცხი მანქანა
- ტელევიზორი
- ლიფტი
- მაცივარი
- ცალკე შესასვლელი
- ცხელი წყალი
- თეთრეული
- ტანის საპონი
- მხუთავი აირის დეტექტორი
ბინა
3 საძინებელი: თითოეულში ორადგილიანი საწოლი, მაღალი ხარისხის თეთრეული და პირსახოცები.
მისაღები ოთახი: კომფორტული სივრცე მყუდრო, სტილური ინტერიერით და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით.
2 სააბაზანო: სრულად აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთით, მათ შორის თმის საშრობით და საშხაპე კაბინით.
სამზარეულო: იდეალურად მოწყობილი როგორც სწრაფი კერძებისთვის, ისე ხანგრძლივი ვახშმისთვის.
შენიშვნა: ბინას აქვს აივანი, თუმცა დარჩენის განმავლობაში ის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
უბანი
ბინა თბილისის გულში, წყნარ ზემო ვერაზე მდებარეობს, რომელიც ვიწრო ქუჩებითა და ისტორიული შენობებით არის ცნობილი. ყველა აუცილებელი ადგილი ფეხით სავალ მანძილზეა.
კაფეები, მარკეტები, რესტორნები და მეტროს სადგური ახლოსაა.
მანქანით სულ 5 წუთში ხართ ისეთი პოპულარული ადგილებიდან, როგორიცაა Cafe Lolita, რესტორანი Stamba, თბილისის საკონცერტო დარბაზი და Rooms Hotel. უახლოეს მარკეტამდე ფეხით სულ 2 წუთია
ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იაფი და მოსახერხებელია. მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა მხოლოდ 1 ლარი ღირს, ერთი საათის განმავლობაში კი გადაჯდომა უფასოა. გადახდა პირდაპირ ბარათით შეგიძლიათ. მარშრუტებისა და განრიგის სანახავად გირჩევთ, ჩამოტვირთოთ TTC-ის აპლიკაცია. ავტობუსის გაჩერებები ქალაქში თითქმის ყველგანაა.
ტაქსის სერვისები, მაგალითად Bolt, ასევე საიმედო და ფასით ხელმისაწვდომია. თუმცა ჩვენი მთავარი რჩევაა, ქალაქი ფეხით დაათვალიეროთ: ასე თბილისის კულტურულ ხიბლს ახლოდან იგრძნობთ.
რაზე გაქვთ წვდომა
დარჩენის განმავლობაში მთელი ბინა მხოლოდ თქვენს განკარგულებაშია. ჯავშნის დადასტურების შემდეგ გამოგიგზავნით დეტალურ ციფრულ გზამკვლევს, სადაც ყველაფერი წერია: კოდიანი გასაღების ყუთით შესვლიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენების რჩევებამდე. გზამკვლევი იმისთვისაა, რომ თქვენი დარჩენა მარტივი და კომფორტული იყოს.
როგორ ვმასპინძლობთ
ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე, 10:00-დან 00:00-მდე, და სწრაფად გპასუხობთ იმ პლატფორმის შეტყობინებებში, სადაც ჯავშანი გააკეთეთ. სწრაფი პასუხისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ციფრულ გზამკვლევს მიმართოთ, სადაც ყველაფერია აღწერილი, check-in-ის ინსტრუქციიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენებამდე.
რა უნდა იცოდეთ
• ბინაში მოწევა მკაცრად აკრძალულია. წესის დარღვევის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა.
• გასვლამდე გთხოვთ, გადაყაროთ ნაგავი, რაც სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
• გთავაზობთ ჰიგიენური საშუალებების საწყის ნაკრებს. დამატებით საჭირო ნივთებს ახლომდებარე მაღაზიებში იპოვით.
• თუ დარჩენისას რამე დაზიანდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგეკისროთ საფასური.
• თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ ან დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ვაფასებთ თქვენს უკუკავშირს, ასევე თბილ კომუნიკაციასა და კეთილ შეფასებებს.
• მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებს წინასწარ შევატყობინოთ, თბილისში დროდადრო ხდება კომუნალური მომსახურების (წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის) შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გთხოვთ, ეს თქვენს შეფასებაში არ ასახოთ, რადგან ეს ქალაქისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მხოლოდ ჩვენს ბინას არ ეხება.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
შინაგანაწესი
• გთხოვთ დაიცვათ check-out-ის დრო: თვითნებურად დაგვიანებულმა check-out-მა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ღამის გადასახადის დაკისრება.
• 28 ღამით ან მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, ბინის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამატებითი დასუფთავება (დამატებითი საფასურით).
• გთხოვთ ნაგავი გადაყაროთ ქუჩაში განთავსებულ ნაცრისფერ ან მუქ ლურჯ ურნებში.
• არ დატოვოთ მოშვებული ონკანი უყურადღებოდ.
• დამატებითი პირსახოცები და საწყისი ნაკრები ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურით.
• გასაღების ან წვდომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჩანაცვლების საფასური.
• სტუმრები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც მოხდება მათი სტუმრობის პერიოდში.
• დაკარგული ნივთები, დალაქავებული თეთრეული ან გაფუჭებული აღჭურვილობა შეიძლება გახდეს დამატებითი გადასახადის მიზეზი.
• დაიცავით სიჩუმე, განსაკუთრებით 22:00 საათის შემდეგ, რათა პატივი სცეთ ჩვენს მეზობლებს.
• ბინიდან გასვლისას გამორთეთ განათება, გათბობა/კონდიცირება და ელექტრომოწყობილობები.
• ნებისმიერი სახის გადაღება, მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღება, დაუშვებელია წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ ქონების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ.
საიტის წესები
გაუქმება
გაუქმება უფასოა ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე. ამის შემდეგ გასაუქმებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს: პირველი ღამის თანხა ჩამოიჭრება, ხოლო დანარჩენი დაგიბრუნდებათ.
გადახდა
მოკლევადიანი ჯავშნები სრულად უნდა გადაიხადოთ დაჯავშნისას. გრძელვადიანი იჯარის შემთხვევაში Wehost-ის გუნდი ჯერ განიხილავს და ადასტურებს მას, ხოლო პირველი თვის ქირა იფარება ამის შემდეგ.