მთავარ კონტენტზე გადასვლა

სამსაძინებლიანი ბინა ხედით ძველ თბილისში

Mtatsminda6 სტუმარი3 საძინებელი

ამ ნათელ და სტილურ სამსაძინებლიან ბინას ორი აივანი აქვს, საიდანაც ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება. ის ძველი თბილისის მშვიდ, ზემო ნაწილში მდებარეობს, ისტორიული შენობების, ვიწრო ქუჩებისა და ცნობილი კაფეებისა და რესტორნების გარემოცვაში. ბინაში სამი ცალკე, კომფორტული და სტილური საძინებელი და ორი ბრწყინვალედ სუფთა აბაზანაა. ისარგებლეთ დამოუკიდებელი check-in-ით და პროფესიონალური დასუფთავებით. შესაძლებელია ტრანსფერი აეროპორტიდან.

რა არის აქ

  • Wi-Fi
  • სამზარეულო
  • კონდიციონერი
  • გათბობა
  • სარეცხი მანქანა
  • ტელევიზორი
  • ლიფტი
  • აივანი ან ტერასა
  • სამუშაო სივრცე ლეპტოპისთვის
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • მაცივარი
  • ცხელი წყალი

ბინა

ბინაში სამი სტილური საძინებელია king-size საწოლებით და სუფთა თეთრეულით. ორი აივნიდან ქალაქისა და მიმდებარე ლანდშაფტის თვალწარმტაცი ხედი იშლება. ორივე სრულად აღჭურვილ სააბაზანოში დაგხვდებათ პირსახოცები, შხაპის გელები, შამპუნები, საპნები და თმის საშრობები. სამზარეულოში არის მაცივარი, ქურა, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ჭურჭელი და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ძირითადი ნივთები. მაღალსიჩქარიანი Wi-Fi, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა და კარგად მოწყობილი მისაღები ოთახი ავსებს ამ ლამაზ სივრცეს, რომელიც 6 ზრდასრულ სტუმრამდე იტევს. აივანი კომფორტული დასაჯდომებითა და მაგიდით იდეალურია მზის ჩასვლის საყურებლად ერთი ჭიქა საფერავით.

უბანი

ბინა ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, მშვიდ უბანში მდებარეობს, სადაც წყნარად დაისვენებთ. აქედან თბილისისა და მთაწმინდის ხედი იშლება, სიახლოვეს კი ფუნიკულიორი და ვილნიუსის სკვერია. პარლამენტის ისტორიულ შენობამდე ფეხით მხოლოდ 2 წუთია, რუსთაველის გამზირამდე 5 წუთი, სავაჭრო ცენტრამდე „გალერეა თბილისი“ კი 10 წუთი.

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იაფი და მოსახერხებელია. მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა მხოლოდ 1 ლარი ღირს, ერთი საათის განმავლობაში კი გადაჯდომა უფასოა. გადახდა პირდაპირ ბარათით შეგიძლიათ. მარშრუტებისა და განრიგის სანახავად გირჩევთ, ჩამოტვირთოთ TTC-ის აპლიკაცია. ავტობუსის გაჩერებები ქალაქში თითქმის ყველგანაა.

ტაქსის სერვისები, მაგალითად Bolt, ასევე საიმედო და ფასით ხელმისაწვდომია. თუმცა ჩვენი მთავარი რჩევაა, ქალაქი ფეხით დაათვალიეროთ: ასე თბილისის კულტურულ ხიბლს ახლოდან იგრძნობთ.

რაზე გაქვთ წვდომა

დარჩენის განმავლობაში მთელი ბინა მხოლოდ თქვენს განკარგულებაშია. ჯავშნის დადასტურების შემდეგ გამოგიგზავნით დეტალურ ციფრულ გზამკვლევს, სადაც ყველაფერი წერია: კოდიანი გასაღების ყუთით შესვლიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენების რჩევებამდე. გზამკვლევი იმისთვისაა, რომ თქვენი დარჩენა მარტივი და კომფორტული იყოს.

შენიშვნა: მისაღებ ოთახში კონდიციონერი დროებით არ მუშაობს, თუმცა ბინის ყველა სხვა კონდიციონერი გამართულია. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის და მადლობას გიხდით გაგებისთვის.

როგორ ვმასპინძლობთ

ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე, 10:00-დან 00:00-მდე, და სწრაფად გპასუხობთ იმ პლატფორმის შეტყობინებებში, სადაც ჯავშანი გააკეთეთ. სწრაფი პასუხისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ციფრულ გზამკვლევს მიმართოთ, სადაც ყველაფერია აღწერილი, check-in-ის ინსტრუქციიდან ბინის აღჭურვილობის გამოყენებამდე.

რა უნდა იცოდეთ

• ბინაში მოწევა მკაცრად აკრძალულია. წესის დარღვევის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა.

• გასვლამდე გთხოვთ, გადაყაროთ ნაგავი, რაც სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

• გთავაზობთ ჰიგიენური საშუალებების საწყის ნაკრებს. დამატებით საჭირო ნივთებს ახლომდებარე მაღაზიებში იპოვით.

• თუ დარჩენისას რამე დაზიანდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგეკისროთ საფასური.

• თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ ან დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ვაფასებთ თქვენს უკუკავშირს, ასევე თბილ კომუნიკაციასა და კეთილ შეფასებებს.

• მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებს წინასწარ შევატყობინოთ, თბილისში დროდადრო ხდება კომუნალური მომსახურების (წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის) შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გთხოვთ, ეს თქვენს შეფასებაში არ ასახოთ, რადგან ეს ქალაქისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მხოლოდ ჩვენს ბინას არ ეხება.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

შინაგანაწესი

• გთხოვთ დაიცვათ check-out-ის დრო: თვითნებურად დაგვიანებულმა check-out-მა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ღამის გადასახადის დაკისრება.

• 28 ღამით ან მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, ბინის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამატებითი დასუფთავება (დამატებითი საფასურით).

• გთხოვთ ნაგავი გადაყაროთ ქუჩაში განთავსებულ ნაცრისფერ ან მუქ ლურჯ ურნებში.

• არ დატოვოთ მოშვებული ონკანი უყურადღებოდ.

• დამატებითი პირსახოცები და საწყისი ნაკრები ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურით.

• გასაღების ან წვდომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჩანაცვლების საფასური.

• სტუმრები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც მოხდება მათი სტუმრობის პერიოდში.

• დაკარგული ნივთები, დალაქავებული თეთრეული ან გაფუჭებული აღჭურვილობა შეიძლება გახდეს დამატებითი გადასახადის მიზეზი.

• დაიცავით სიჩუმე, განსაკუთრებით 22:00 საათის შემდეგ, რათა პატივი სცეთ ჩვენს მეზობლებს.

• ბინიდან გასვლისას გამორთეთ განათება, გათბობა/კონდიცირება და ელექტრომოწყობილობები.

• ნებისმიერი სახის გადაღება, მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღება, დაუშვებელია წინასწარი თანხმობის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გსურთ ქონების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ.

საიტის წესები

  • გაუქმება

    გაუქმება უფასოა ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე. ამის შემდეგ გასაუქმებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს: პირველი ღამის თანხა ჩამოიჭრება, ხოლო დანარჩენი დაგიბრუნდებათ.

  • გადახდა

    მოკლევადიანი ჯავშნები სრულად უნდა გადაიხადოთ დაჯავშნისას. გრძელვადიანი იჯარის შემთხვევაში Wehost-ის გუნდი ჯერ განიხილავს და ადასტურებს მას, ხოლო პირველი თვის ქირა იფარება ამის შემდეგ.