2026 წლის 31 აგვისტო
Airbnb ფოტოგრაფია თბილისში: როგორ გაზარდა უკეთესმა ფოტოებმა შემოსავალი
თაკოს სტუმრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მისი ბინა ფოტოებზე უკეთესი იყო. ახალმა ფოტოებმა ჯერ ჯავშნები მოიტანა, შემდეგ კი უფრო მაღალი ფასი.
თაკო უკვე რამდენიმე თვეა რაც თავის ბინას Airbnb-ზე აქირავებდა, როდესაც მის შეფასებებში ერთი და იგივე რამ გამოიკვეთა: სტუმრები წერდნენ, რომ ბინა რეალურად ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ფოტოებზე ჩანდა. კომპლიმენტი პრობლემას მალავდა. ფოტოების გამო ის კარგავდა იმ სტუმრებს, რომლებიც საერთოდ არ ჯავშნიდნენ.
იმ ფონზე, როცა Airbnb-ზე ყოველდღიურად ახალი ბინები ჩნდება, ჩვენი დავალება იყო გამოგვერჩია მისი ბინა ზედმეტი შელამაზების გარეშე. ფოტოებს ბინა ისეთი უნდა ეჩვენებინა, როგორიც რეალურადაა, რათა არავინ ჩამოსულიყო სხვა მოლოდინით.
გადაღებამდე ჩვენმა გუნდმა ბინა მოამზადა. შემდეგ ჩვენმა ფოტოგრაფებმა შეარჩიეს რაკურსები, იმუშავეს განათებაზე და გამოიყენეს ფართოკუთხიანი ობიექტივი, რათა თითოეული ოთახი საუკეთესოდ წარმოეჩინათ.
როგორც კი ახალი ფოტოები Airbnb-ზე განთავსდა, ბინის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ამას მოჰყვა ჯავშნები, შემდეგ კი ღამის ფასიც გაიზარდა.